Sunday, June 26, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტი-"ისტორიული  ვარძია"

      განვლილი ცხრა დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო.სრულფასოვნად  შევისწავლეთ პროექტებით სწავლების  კურსი. ამ კურსმა ,,პროექტებით სწავლება" მასწავლა, როგორ გამოვიყენო სასწავლო პროექტები შედეგზე ორიენტირებულ სწავლებაში; როგორ გავააქტიურო მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბო 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა.
          ამ კურსმა მასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება; გავიაზრე, როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი მხარდამჭერი სავარაუდო ნაშრომები და ფასილიტაციის მრავალფეროვანი ნიმუშები პროდუქტიულობის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით.
             ვიუვერი, ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ -კი არის საუკეთესო რესურსი, გზამკვლევი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში

Saturday, June 25, 2016

მერვე დღის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით. დიფერენცირებული მიდგომა აუცილებელია ყველა ტიპის პროექტული სწავლებისათვის. "ვიუვერში" ვნახეთ რჩევები დიფერენცირებული მიდგომისათვის.
      გეგმის შაბლონში შევავსე დიფერენცირებული სწავლების განყოფილება. მოსწავლეს შევუწყვე ხელი იმით რომ, შევქმენი სავარჯიშო ელექტრონულ ფორმატში. დავათვალიერეთ მოსწავლეთა საჭიროებაზე დაფუძნებული ნიმუშები.
     ვისწავლე, როგორ მივცე  მოსწავლეებს გეზი და შევქმენი ფასილიტაციის ნიმუშები. 

Thursday, June 23, 2016

მეშვიდე დღე



დღევანდელი მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით კერძოდ,.შევქმენით შეფასების რუბრიკა და ჩეკლისტი.ჩეკლისტი დაგვეხმარება ზუსტი ნაბიჯები განახორციელონ მოსწავლეებმა შესასრულებელ სამუშაოში, ხოლო შეფასების რუბრიკა დაეხმარება მათ შეაფასონ მუშაობის მთლიანი პროცესი.
ასევე შევუფასე კოლეგას პროექტის რუბრიკის გამოყენებით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-კერძოდ, სლაიდ-შოუ.

Monday, June 20, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

    ტექნოლოგიების გამოყენება მეხმარება სწავლის პროცესის ხელშესაწყობად.  მოსწავლეთა მზაობის გათვალისწინებით, შევქმენი მოსწავლის პრეზენტაცის ნიმუში. დავახარისხებინე პროექტისათვის საჭირო მასალები კატეგორიების  მიხედვით.

Sunday, June 19, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე კერძოდ: როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები მოძიებულ მასალაზე, ბლოგზე განვათავსე პრეზენტაცია, გავიზიარეთ ტრენერის ბლოგი,  მოვძებნეთ სხვისი ბლოგები და დავურთეთ განმავითარებელი შეფასებები. ვისწავლეთ სხვადასხვა საინფორმაციო ვებ-გვერდები.

Saturday, June 18, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

           ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა  განმავითარებელი შეფასების  ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
           განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, რომელიც დამეხმარება მოსწავლის წინარეცოდნის გამოვლენაში, პროგრესის გამოვლენაში, გაგების დემონსტრირებაში, მეტაშემეცნების შეფასებაში.
         ასევე  შევიმუშავე  შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოვიყენებ მუშაობის პროცესში.
         შევქმენი  პროექტის პრეზენტაცია იმისათვის რომ წარვადგინო აუდიტორიის წინაშე.<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/1tu2JfCUihFfyssSlKwElBjocHkqjK2Wlf-5pMmOWqag/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="480" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>



Friday, June 17, 2016

მესამე დღის რეფლექსია

               ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა  სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვების გამოყენებაში რამდენიმე თვალსაზრისით.
               სტანდარტების გამოყენება დამეხმარა ჩემი პროექტი მოვარგე ე.ს.გ. ასევე სტანდარტის მოცემული შედეგები დამეხმარა ჩემი პროექტის მიზნების ჩამოყალიბებაში.
               მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები დამეხმარა ინტერესის გაღვიძებაში, გამოწვევაში  და  პროექტის საკითხების სიღრმისეულად გააზრებაში.

Sunday, May 29, 2016

მეორე დღის რეფლექსია

         მე ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღეც, რადგან ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება, რომელიც პროექტის მომზადებაში დამეხმარება, რაც გულისხმობს იმას რომ მოსწავლეებს მივაწვდი ინფორმაციას თუ რა უნდა გააკეთონ მათ პროექტის მომზადების დროს.
.საინტერესო იყო შაბლონების გაცნობა ჩვენ გვიჩნდებოდა ახალ ახალი იდეები პროექტზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებით.სახალისო იყო შესაბამისი ფოტოებისა და ვიდეოების შერჩევა.დარწმუნებული ვარ  ასეთი სწავლება კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის მოსწავლეთა სწავლის პროცესს